მცხეთის 6 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მცხეთის 6 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ, მათ რესურსცენტრიდან ცნობა ვერ მიიღეს, სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მათი გათავისუფლების შესახებ.

“ნაწილს შეუჩერეს და ნაწილს გაუგრძელეს და მე ვარკვევ მოტივს, რატომ გაუგრძელეს იმ დირექტორებს, რომლებიც ვთვლი, რომ ჩემზე არაფრით მეტნი არ არიან და რატომ მე არა”, – განაცხადა მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ხუროშვილმა.

ასევე გუშინ, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მცხეთის სოფელ ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ფორმულასთან საუბარში გათავისუფლებულმა დირექტორმა განაცხადა, რომ “არასასურველი დირექტორია”, რადგან ის აგიტაციას არ ეწევა.

როგორც ფორმულამ გაარკვია, გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქმარ-შვილის საქმიანობას უკავშირდება. ბექა ლელუაშვილი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას, მაჟორიტარობის კანტიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებაზე Salesforce-სთან ერთად იზრუნებს
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს