მცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზა გაკეთდება

მომავალი დიდგორობისთვის დიდგორის ველზე ახალი ინფრასტრუქტურა უკვე მზად იქნება.

როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, 2-მილიონი პროექტი მერაბ ბერძენიშვილის მონაწილეობით მზადდება.

„მერაბ ბერძენიშვილთან ერთად ვაკეთებთ პროექტს, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი დაჯდება. იმედი გვაქვს, პროექტს მომავალი დიდგორბოსთვის დავამთავრებთ. აქ იქნება უკეთესი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გადასახედები, მემორალიარი შელამაზადება მერაბ ბერძენიშვილის მითითებებით, გაკეთდება ავტოსადგომები და საპირფარეშოები“,-აღნიშნა ჯავახიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მზად არის პროექტი, რომლის მიხედვითაც, მცხეთიდან დიდგორამდე დაახლოებით 26 კილომეტრიანი გზა გაკეთდება.

„ეს არ იქნება მხოლოდ დიდგორზე მოსასვლელი გზა, არამედ სამხრეთ საქართველო დაუკავშირდება მცხეთას და აქედან უკვე – მალე ავტობანს. საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა იქნება“,-აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : ხალხი ხმას არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელიც ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დაუჭერს მხარს