მცხეთის მერიასთან დაკავებულებს შორის “ქართული ოცნების” აქტივისტებიც არიან

მცხეთის მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სულ დაკავებულია 6 პირი. დაკავებულთა შორის მოძრაობა „გაბედეს“ 4 წარმომადგენელი, 2 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტია.

შეგახსენებთ, მცხეთის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და მერიის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მცხეთის მერმა აქტივისტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აქტივისტებს დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ნახვა და პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა სურდათ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში მის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გააკეთოს