მცხეთაში სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი ამხილა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36 000 ლარს”- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიანატო-ს 2020 წლის ანგარიში – ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას