9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მცხეთაში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ზურაბ სანამაშვილისა და გია ქილარჯიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები მოსამართლე ია ლაბაძემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშავა. სპარტაკ ცისკაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ივანე მაისურაძეს დღეს დუმილი არ დაურღვევიათ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სპარტაკ ცისკაძემ და ივანე მაისურაძემ ბიზნესმენის მკვლელობა რამდენიმე თვით ადრე დაგეგმეს.

“ჯგუფური დანაშაული არის სახეზე, შესაბამისად ამიტომ მოხდა აღნიშნული ბრალდების წარდგანა. ეს დანაშაული წინასწარ იყო შეთანხმებული, რაც ასახულია ბრალში. ბრალში ასახული ყველა ქმედება, ასახულია მტკიცებულებებში, რომელიც წარვადგინეთ”- ამბობს პროკურორი.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 იანვარს, საღამოს საათებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შემთხვევის ადგილიდან ბრალდებულები იმავე ავტომობილით მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25-26 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ (მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), „ი“ (მკვლელობა ჯგუფურად) და „ლ“ (მკვლელობა ორი პირის) ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ამბობენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში“ფრონტერა საქართველო” არის პარაზიტი კომერციული ორგანიზაცია” – კომპანიის მხრიდან რა სახის დანაშაულებებზე საუბრობს რომან გოცირიძე?!
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა