ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთის გზაზე. გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი. არსებული ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მცირეწლოვანის დედა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.