მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა – დაიღუპა 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მცხეთაში მიმავალი მანქანა მდინარე მტკვარში 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

“პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება
შემდეგი სტატიაჯანმო – პანდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას