მცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

მცხეთაში, კომპანია „ლიდერფუდის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი გენერალური დირექტორის რომა ანთიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდება კომპანია ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს.

მათი თქმით, ერთ-ერთი მეწილე ირაკლი დუმბაძე გენერალურ დირექტორს არ აძლევს მისი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების საშუალებას. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, არსებობს საშიშროება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მმართველი დაინიშნება, მოხდება საკადრო ცვლილებებიც.

 

 

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ანჩისხატთან დაკავშირებული დისკუსია “წინასაარჩევნო გარიგების” ნაწილია
შემდეგი სტატიასოფლის ცენტრიდან 40 წლამდე კაცმა 23 წლის გოგო მოიტაცა