მცხეთაში ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს

დიდი შეთქმულება „ოცნებაში“

მცხეთაში ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს, მას ხმების 50,06% აქვს, “ქართული ოცნების” კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს კი ამომრჩეველთა 49,94% -მა დაუჭირა მხარი.

თუმცა, ეს მხოლოდ 38 უბნის მონაცემებია. მცხეთაში გამარჯვებული კანდიდატის ბედი დარჩენილი 7 უბნის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში სულ 45 საარჩევნო უბანია. ყველაზე მაღალი აქტივობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე, ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სწორედ მცხეთაში დაფიქსირდა. აკუთარი არჩევანი რეგისტრირებული ამომრჩევლის 62,53%მა დააფიქსირა, რაც 27 833 ამომრჩეველია.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით, დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ზაზა პაპუაშვილი ლიდერობს
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში ოთხი მაჟორიტარული ოლქიდან, სამი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო