მცხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთი ახალგაზრდა კაცი კლინიკა “ვივამედშია” მოთავსებული, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ კიდევ 4 პირს, ისინი მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთის “ჯეო ჰოსპიტალში” არიან მოთავსებული. 2 მათგანი ინტენსიურ განყოფილებაში, ერთი კი რეანიმაციაში იმყოფება.

“კლინიკაში მოყვანილია სამი დაზარალებული. აქედან ორის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ერთი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მეორე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, საყურადღებო, მიმდინარეობს კვლევები. მესამე პაციენტი ამ ორთან შედარებით მეტნაკლებად სტაბილურია. ისიც გააგრძელებს მკურნალობას”, – თქვა ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა.

ტრაგედია გუშინ ჯვრის მონასტერთან მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას – ISW
შემდეგი სტატიარუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ თავი კეთილგონიერ აქტორად წარმოაჩინოს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა