მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსები შენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მცხეთაში, 120 დევნილიოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსებს აშენებს. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მცხეთის მაჟორიტარიდეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე 2რვასართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზეგაეცნენ.

„2017 წელს საფუძველი ჩაეყარა ორი კორპუსის მშენებლობას. ერთი შენობისმშენებლობა უკვე მეხუთე სართულამდეა ასული, მეორესი კი მე-2 სართულამდე.2018 წლის შემოდგომაზე ეს კორპუსები ჩაგვბარდება და 120 დევნილი ოჯახიმიიღებს ახალ ბინას. მთლიანობაში, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მცხეთაშიყველა ნგრევადი ობიექტი ან კერძო საკუთრება დაიხურება, სადაც დევნილებიდღემდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. პრაქტიკულად, ქალაქ მცხეთასა და მისშემოგარენში მცხოვრები დევნილების განსახლების პრობლემა გადაიჭრება. ერთის მხრივ, დევნილთა საცხოვრებელი პირობები შეიცვლება და მეორეს მხრივ,დაიხურება ნგრევადი შენობები, რომლებიც აუშნოებს ქალაქის იერსახეს დაშესაძლებელი გახდება ამ ადგილებში ახალი ინვესტიციების განხორციელება“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით,დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 23 იანვარს დაიწყო და 1 მარტამდეგაგრძელდება. განაცხადის შევსება შეუძლიათ ქალაქ მცხეთაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებსშემდეგ მისამართებზე:  თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი – თამარაშვილის ქ. N15ა; მცხეთა, ქალაქის მერიის შენობა – ანტიოქიის ქ. N7 (23 იანვრიდან – 2თებერვლის ჩათვლით).  ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო – ირაკლი აბაშიძისგამზ. N27;  ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო – ხუბულავას ქ. N6.მცხეთაში, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია„ტრანსმშენი“ აწარმოებს. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანია, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი, 3 კი ოთხოთახიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება
შემდეგი სტატიაარც ერთ მოქალაქეს არ სიამოვნებს წავიდეს ქვეყნიდან და თავშესაფარი ეძებოს ევროპაში, ამას გაჭირვება აიძულებს