11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მცხეთასა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს მფლობელობაში გადავიდა – მთავრობის განკარგულება

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს მცხეთასა და ლანჩხუთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა. საუბარია მიწის ნაკვეთებზე. შესაბამის განკარგულებებს ხელი ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 20 იანვარს მოაწერა.

საპატრიარქოს გადაეცა 5 486 კვ.მ მიწა ცხვარიჭამიაში 49 წლით:

მთავრობის N115 განკარგულების თანახმად, საპატრიარქოს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე 5 486 კვ/მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქონება გადაცემულია უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წელი.
ასევე ლანჩხუთის ქონება 1 ლარად საკუთრებაში

N116 განკარგულებით, მთავრობამ ეკლესიას საკუთრებაში გადასცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე აქტივები. საუბარია სოფელ ხაჯალიასა და ნიგვზიანის მიმდებარედ არსებულ 443.00 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 1 შენობა-ნაგებობაზე. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სიმბოლურ 1 ლარად.
ორივე განკარგულებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

banner
წინა სტატიაში“უტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან” – სიბიგა
შემდეგი სტატიარუსთავში 16 წლის მოზარდის დაჭრისთვის არასრულწლოვანი დააკავეს