16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ 37–კმ 56 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სავარაუდო ღირებულება 41.5 მლნ ლარს აღემატება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, რეაბილიტაცია 19.4 კმ სიგრძის მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს. საპროექტო ტერიტორია იწყება მდინარე არყალას ხიდის დასასრულიდან და სრულდება ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისთან.

„საავტომობილო გზა იწყება სოფელ ანანურის სამხრეთით, გაივლის სოფელ ციხისძირსა და სოფელ მენესოს და მთავრდება სოფელ ჭართალის ჩრდილო-დასავლეთით, ხანდოს ხევის ხიდთან“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ინფორმაციისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 41 544 128 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილი მიიღო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ირანში ნატო-სგან განსხვავებით, იაპონიის მხარდაჭერით კმაყოფილი ვარ