მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

კერძოდ, თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ძალიან დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ მეორე ტურში
შემდეგი სტატიავახტან ბუცხრიკიძე: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია