7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი, მითითებულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.

“საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქცია პარლამენტთან – 427-ე დღე რუსთაველის გამზირზე
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტმა ქართველი სამხედრო ექიმი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა