მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, შიდა ქართლში კი, რწმუნებულის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება.
“თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს სამეგრელო ზემო–სვანეთის სამმართველოს უფროსი წარუდგინა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: პრობლემა ჩვენშია – პოლიტიკოსებში