მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატად შალვა ნათელაშვილის შვილი წარადგინეს

მცხეთა-მთიანეთში ლეიბორისტების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილის შვილი,ბექა ნათელაშვილი იქნება.

“ეს ის ადგილია, სადაც 1 წლის წინ ხელისუფლების ზონდერები დაგვიპირისპირდნენ. სწორედ ამ ადგილიდან, მე მინდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. მინდა, ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თითოეული ოჯახი და აქ მცხოვრებ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არ არის”, – აცხადებს ბექა ნათელაშვილი.

მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიიდან კენჭს შალვა კერესელიძე იქნება. ამავე ოლქში კენჭს იყრის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც.

banner
წინა სტატიაშილევან თოფაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი- ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს გამხდარიყო ღირსეული