15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება

მცირე მარნების კლასიფიკაცია იცვლება.

კერძოდ,  მცირე ზომის მარნად იმ ტიპის ღვინის საწარმო განისაზღვრება, რომლის წლიური წარმადობაც 25 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება. შესაბამისი ცვლილებები “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა

ასევე, ცნობილი ხდება, რომ სავალდებულო ხდება საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმლის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება. ეს მოთხოვნა იმ ღვინოზე არ გავრცელდება, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული.

 მანამდე, “ოცნებამ” „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც, სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის თანხმობის მიღება იქნება აუცილებელი.

banner
წინა სტატიაშიისრაელ კაცი: ირანმა უნდა აირჩიოს -ან ხიდი მომავლისკენ ან განადგურების უფსკრული
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: “ვაიმარის სამკუთხედის” დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ და ევროკავშირის მხარეებს აღელვებთ