მჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს:

“თავდაპირველად როდესაც ინსპექტორის ინსტიტუტი იქმნებოდა მაშინ კონკურსის შეთანხმება იყო, რომ ეს იქნებოდა მოსამართლის დონის პიროვნება, ამიტომ ამ პრინციპს გავყევი. რაც შეეხება თვითონ პროცესს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევისას, მე ამ პროცესის მიმართ მქონდა გარკვეული უნდობლობა. მარტის თვეში, როდესაც მესამე ტალღის ფარგლებში ამოქმედდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, კრიტერიუმი დამოუკიდებელი ინსპექტორისა იყო ათწლიანი გამოსაცდელი ვადა, ხოლო 16 ივნისს ეს კრიტერიუმი შეიცვალა ხუთი წლის ვადით”, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემის ინსპექტორი დაამტკიცა. დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა, რომელიც ამ დრომდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიხვალ, მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი “კასირი” მეტსახელად “რაფო”-მოგებული ტენდერები და კორუფციული სქემები