ბატონი გიორგი გამორჩეულია სხვა მინისტრებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ოპოზიციასთან ურთიერთობის კომპლექსი

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ“““ბატონი გიორგი გამორჩეულია სხვა მინისტრებს შორის, რომელსაც არასდროს ჰქონია ოპოზიციასთან ურთიერთობის კომპლექსი, განსხვავებით წინა პრემიერისგან და მინისტრებისგან, რომლებიც გაურბოდნენ, თითქოს მეხს რომ გაურბიან ისე, ოპოზიციის ფრაქციასთან ურთიერთობას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი თვისებაა”, – განაცხადა მაჭავარიანმა. ამის შემდეგ დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს კონკრეტული შეკითხვით მიმართა. “მაინტერესებს, პირველ რიგში, რაში თვლით ამ მთავრობის წარმატებას იმ ციფრებში, რომ მშპ დოლარებში 16-დან 14 მილიარდამდე შემცირდა? საგარეო ვალი გაიზარდა. ვალუტის კურსი იმის ნაცვლად, რომ 1.8 ყოფილიყო, 2.41-ია. ტარიფები გაიზარდა, ინვესტიციები მცირდება ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში. ფაქტობრივად, იდეა, რომ საქართველო ჰაბი ყოფილიყო, კვდება და ამის მაგალითია თუნდაც ავტომობილების ექსპორტი. ექსპორტი 2012 წელზე ნაკლებია”, – მიმართა მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილს. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი პროგრამა, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, წინასწარი პატომრობის გაუქმებას ეკონომიკურ დანაშაულებებზე. დეპუტატი დაინტერესდა, არის თუ არა მზად კვირიკაშვილი, რომ ამ პროექტებზე ოპოზიციასთან ისაუბროს. “სამწუხაროდ, ამ პროექტებზე მთავრობისგან უარი მოგვივიდა, რომ მთავრობა ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას არ იზიარებს, მე თქვენი ხედვა მაინტერესებს. მზად ხართ თუ არა, რომ ამ პროექტებზე ერთად ვისაუბროთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები
შემდეგი სტატია“მაინტერესებს რატომ არ იხსნება ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, ეროსი კიწმარიშვილის საქმე? “