McDonald’s-მა ამერიკელს 10 დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა ჰამბურგერში ნაპოვნი ჭიის გამო

აშშ-ს კენკუტის შტატის ორ დასახლებულ პუნქტში მომხმარებელმა McDonald’s-ში ნაყიდ საჭმელში ჭია იპოვეს – Associated Press-ი წერს.
მეიფილდის მკვიდრი მედისონ სტივენსი ამტკიცებს, რომ ადგილობრივ მაკდონალდსს ეწვია და საჭმელი საკუთარი შვილის და თავისთვის იყიდა. მისი თქმით, როგორც კი დაიწყო ჰამბურგერის ჭამა, ჰამბურგერიდან ჭია გადმოვარდა.
სტივენსმა თქვა, რომ მაკდონალდსს საჩივრით მიმართა, მათ კი 10 დოლარიანი სააჩუქრე ბარათი გადასცეს.
მეორე მომხმარებელი, ლეისლი ჯო ლოვეტი ირწმუნება, რომ მანაც ჭია იპოვა საკუთარ ბურგერში.
McDonald’s -ის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ის ინციდენტს სწავლობს და “მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკითხის გადასაწყვეტად”.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა თურქეთს და ქურთებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიავაშაძე თავს იმართლებს