მაჟორიტარული სისტემის გაუქმება – უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციებს გია ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციას ექნება საშუალება საკუთარი მოსაზრებები წარუდგინოს საკონსტიტუციო კომისიას. მან ასევე დაადასტურა, რომ ამ თემაზე უმრავლესობაში ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

„მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისი მოსაზრებები გაუზიარონ იმ კომისიას, რომელიც ჩამოყალიბებულ ფორმატში იმუშავებს კონსტიტუციის თემაზე. მე მოვაწერე ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც მიმაჩნია, რომ მართებულად აყალიბებს ამ საარჩევნო სისტემაზე შეხედულებას. არსებობს დემოკრატიები, რომელსაც მაჟორიტარული სისტემა ურჩევნია, ვიმუშაოთ და მერე გამოჩნდება შედეგები,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშითანამდებობის ბოროტად გამოყენება – კვლევა კორუფციაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს ნაჩქარევი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ