“მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეას ,დღეს 200 000-ზე მეტი მხარდამჭერი გააჩნია”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ლურსმანაშვილის თქმით ,მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა არის მაჟორიტარების გარკვეული ნაწილის ინიციატივა.

„მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა არის ჩვენი მაჟორიტარების გარკვეული ნაწილის ინიციატივა. ამ იდეას ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, თუ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა გვექნება ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესების შესაბამისად. მე მიმაჩნია, რომ დღეს 200 000-ზე მეტი მხარდამჭერი გააჩნია იდეას. ჩვენ ვაცხადებთ და ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ
შემდეგი სტატიაყველაფერს აქვს თავის ფორმა და მთავარია ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებ-კალაძე