მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ნინო გოგუაძე საკრებულოს წევრი აღარ იქნება

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 13:22

მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ნინო გოგუაძე საკრებულოს წევრი აღარ იქნება

მნიშვნელოვანი

  • ნინო გოგუაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე, რომლებიც ქართულმა ოცნებამ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა და ისინი საკრებულოს წევრები აღარ იქნებიან, თუმცა ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე დღეს მხოლოდ ნინო გოგუაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე ცნობილია, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათი უფლებამოსილების შეჩერების აუცილებლობას.

სხვა სტატიები

ნინო გოგუაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე, რომლებიც ქართულმა ოცნებამ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა და ისინი საკრებულოს წევრები აღარ იქნებიან, თუმცა ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს სხდომაზე დღეს მხოლოდ ნინო გოგუაძის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე ცნობილია, რომ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მათი უფლებამოსილების შეჩერების აუცილებლობას.

ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათ არჩევნების შემდეგ უმრავლესობის დაკარგვის ეშინიათ.

„მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საკრებულოს წევრის სტატუსი არ არის შეუთავსებელი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატურასთან, ასე რომ ქართული ოცნების წევრების გადაწყეტილება, პირადი განცხადებით მოიხსნა უფლებამოსილება და ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ხაზს უსვამს და ადასტურებს იმ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც შექმნილია თბილისის თვითმმართველობაში,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში უპასუხეს. მათი განმარტებით, საკრებულოს სხდომა დღეს 15:00 საათზე გაიმართება, სადაც მხოლოდ ნინო გოგუაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილება.

„შემოსულია ქალბატონის ნინო გოგუაძის განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეჩერებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით ვალდებულება არ არსებობს. მას შეუძლია მიიღოს მონაწილება საკრებულოს წევრის სტატუსითაც,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების წევრმა გიორგი ტყემალაძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 16, 2016 13:22