მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.

ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: წინა ხელისუფლება კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა
შემდეგი სტატიარობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო