“მაჟორიტარი გაყვანილობისთვისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არაა არჩეული”

რეგლამენტი მაინც წავიკითხოთ, რომ ეს მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანილობისთვისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არაა არჩეული, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ.

ბესელიას თქმით, უხერხულია, როცა პროექტის საჭიროებასა და უსაფრთხოებაზე სვამენ კითხვებს ის დეპუტატები, რომლებიც პროექტის ინიციატორები იყვნენ

„უხერხულია ლაპარაკობდე მესამე წელს, როცა პარლამენტის წევრი ხარ, თურმე რა ეშველებათ, დაიქცევიან რეგიონები და დაიქცევიან რაიონები, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტები არ არსებობენ. რას აკეთებენ მაშინ ეს მუნიციპალიტეტები? და რა არის პარლამენტის წევრის როლი? შეუძლებელია არ გვესმოდეს, რომ ამით საკუთარ თავსაც აყენებ შეურაცხყოფას და პარლამენტის წევრის სტატუსსაც. “-განაცხადა ბესელიამ

 

 

banner
წინა სტატიაში“როცა უკვე ჰოპ თქვი და გადავხტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის”-ქანთარია
შემდეგი სტატია“მდუმარე მღვდელმთავრების საყურადღებოდ!”-რას წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი?!