მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 13:33

მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა

73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან 2012-2016 წლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არც ერთხელ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს. ეს დეპუტატები არიან: ზაზა კედელაშვილი – დედოფლისწყარო, გიორგი ფეიქრიშვილი – გარდაბანი, რევაზ შავლოხაშვილი – წალკა, ენზელ მკოიანი – ნინოწმინდა, გოგი ლიპარტელიანი – ლენტეხი, ლევან ქარდავა – წალენჯიხა და როსტომ ხალვაში – ხელვაჩაური. ამ მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს, რომელმაც საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩამოთვლილ დეპუტატებს არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ. პლენარულ სხდომებზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა 4 მაჟორიტარი დეპუტატი: ზურაბ ზვიადაური, კახა ბუცხრიკიძე, როლანდ ახალაია და თეიმურაზ ჩხაიძე. ორჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 6 დეპუტატმა: მარიკა ვერულაშვილმა, დავით ბეჟუაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით დარცმელიძემ, გურამ მისაბიშვილმა და სოსო დანელიამ, რომელიც პარლამენტის წევრი 2013 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა.

ყველაზე ხშირად პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს შემდეგმა დეპუტატებმა: ეკა ბესელია -436, ვახტანგ ხმალაძე – 392, ზაქარია ქუცნაშვილი – 361, ალექსანდრე ქანთარია – 257, დავით ონოფრიშვილი – 226 და შალვა შავგულიძე – 215.

სიტყვით გამოსვლის უფლებით ასზე მეტჯერ და 200-ზე ნაკლებჯერ ისარგებლა 6-მა დეპუტატმა: გიორიგ კახიანი – 139, თამარ კორძაია – 138, გედევან ფოფხაძე – 131, დიმიტრი ხუნდაძე – 125, გოდერძი ბუკია – 108 და ტარიელ ლონდარიძე – 100.

“საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს ჩვეულებრივად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, ამომრჩეველთა ინტერესების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გასაჟღერებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%, ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა”, – ნათქვამია ანგარიშში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2016 13:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics