,,მაჟორიტარების 50%-იანი ბარიერით არჩევის საკითხი პარლამენტში ცალკე იქნება ინიცირებული”

ზვიად ძიძიგურ

მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევის საკითხი პარლამენტში ცალკე ინიციატივის სახით იქნება ინიცირებული , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.
ძიძიგურმა ოპოზიციის საპასუხოდ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ ითვალისწინებს უკვე ინიცირებული პროექტი მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის 50%-იანი ბარიერის დადგენას.
“50%-იან ბარიერთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ კოალიციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება და ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში მზად იყო მხარი დაეჭირა ამ საკითხისთვის. შემდეგ, განხილვების ფორმატში, მათ შორის საკონსტიტუციოს ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობის ფარგლებში, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენი პრეზენტაციის დროს, გამოითქვა მოსაზრება, რომ 50%-იანი ბარიერი ხელისუფლების საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება. ეს საკითხი ამიტომ არ არის შეტანილი პროექტში, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და კითხულობთ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია და სხვებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი არ განიხილავენ 50%-იან ბარიერს, როგორც ხელისუფლების მხრიდან თავის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯს.
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50%-იანი ბარიერის საკითხი ცალკე ინიციატივის სახით იქნება ინიცირებული”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხვალ პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
შემდეგი სტატია,,წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული საარჩევნო სისტემა დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად მოირგო”