მავთულზე, რომლითაც 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა

ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რომლითაც 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა. დოკუმენტი უკვე ცნობილია, გორში მოკლული გოგონას ოჯახისა და ადვოკატისთვის.

ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა ასევე გოგონას ტანსაცმელზეც. ასევე დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ურიკაზე სისხლის კვალი გარდაცვლილს ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ურიკის დახმარებით გადაიტანა იაგო ნებიერიძემ გოგონას ცხედარი.

9 წლის ნანა ბერიაშვილი გორში ოქტომბერში გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა მოკლული იპოვეს. პოლიციამ გორში მცხოვრები იაგო ბერიაშვილი დააკავა, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაშსს-მ 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილა