მავნებლური შინაარსის გარდა აგენტის იარლიყის მიწებებაა – ბოკერია რუსულ კანონზე

„როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი რუსულ კანონს და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირსპირდეთ“ – გიგა ბოკერია რუსულ კანონზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტში რუსული კანონის განხილვას გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას თქმით, მავნებლური შინაარსის გარდა, რომლის მიზანიც ყველა ოპონენტისთვის და მათთვის, ვისაც ვერ აკონტროლებს, აგენტის იარლიყის მიწებებაა, ამ ეტაპზე რუსული კანონის დაბრუნების მთავარი ამოცანა საზოგადოების მორალურად გატეხვაა.

„მისივე თქმით, ივანიშვილი ფაქტობრივად გვეუბნება, ერთი წლის წინ რაზეც უკან დავიხიე და ვთქვი, რომ უპირობოდ გავაბრუნეთ, ახლა, როგორც მეტასტაზები ბრუნდება ხოლმე ორგანიზმში მკურნალობის შემდეგ, ისევ დავაბრუნებ ამ კანონსო. ამიტომ, აუცილებელი მგონია მშვიდობიანი პროტესტის ზრდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“ – თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიელჩების დებატებში გამოწვევა იმდენად სიგიჟეა, სადმე სხვაგან რომ მომხდარიყო, უბრალო ანეკდოტი იქნებოდა – ბოკერია
შემდეგი სტატიაროგორც 9 აპრილს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, როგორც მარტის დღეებში გავიმარჯვეთ, ისე გავიმარჯვებთ ახლაც- ირაკლი ფავლენიშვილი