„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა.

როგორც პარლამენტიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კანონი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელი გუშინ მოეწერა, საკანონმდებლო მაცნეში უახლოეს ხანში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე წლის 21 თებერვალს, 83 მომხრე ხმით დაძლია. 28 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოდაძლეულ კანონს ხელი არ მოაწერა.

რეგლამენტის თანახმად, თუ პრეზიდენტი კანონს დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიპროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩართვაზე კანონი გამკაცრდა
შემდეგი სტატიასუიციდის ფაქტი სენაკში