,,„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს და ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს”

ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს, – ასე აფასებს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ტუღუში მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილელებს ვეტო უნდა დაადოს.

“არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს”,- განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს, ამ წუთებში არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ მარგველაშვილს აცნობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა
შემდეგი სტატია,,მომავალ წელს სახელმწიფო უფრო ნაკლებს დახარჯავს დაზვერვასა და გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რაც მიუღებელია”