მაუწყებლის შესახებ კანონი – არასამთავრობო სექტორმა შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაენ.
„თუ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, თუ პარლამენტი დაძლევს შემდგომში ამ ვეტოს და ეს კანონპროექტი შევა ძალაში და იქნება კანონი, ეს პროცესი ამით არ დამთავრდება. არსებობს ძალიან ბევრი ტრიბუნა, არის სხვა საშუალებები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც შეიძლება რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე დავა მათ შორის,“ – აცხადებს “საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მესამე სექტორში აცხაებენ, რომ კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს მაუწყებლებს და კორუფციის საფრთხეს ქმნის.

„სარეკლამო შემოსავლების გაზრდა უარყოფითად აისახება განსაკუთრებით პატარა მაუწყებლებზე. თუკი პარლამენტარებს ექნებათ რაიმე სურვილი, რომ ჩვენი მოსაზრებები მოისმინონ, მზად ვართ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტები, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ რა რისკებს შეიცავს ეს კანონი, მივაწოდოთ მათ,“ – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს გუშინ შეხვდნენ და კანონპროექტის საწინააღმდეგო არგუმენტები წარუდგინეს. ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს ელიან.

banner
წინა სტატიაშისემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს
შემდეგი სტატიაისანი-სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს