მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ.
აღნიშნული ცვლილება ,,ოცნებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შეაქვს. იცვლება ის მუხლი, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აეკრძალა.
“ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების აკრძალვა სპეციალიზებულ მაუწყებლებზე არ გავრცელდება
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აკრძალვა არ გავრცელდება მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი თემატიკის – სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობენ. იმ მაუწყებლებისთვის, რომელთა ეთერში ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები გადაიცემა, უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღება კვლავ აკრძალული იქნება.















