მატვეი განაპოლსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

მატვეი განაპოლსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

11ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამუშაო დღის დასასრულს მატვეი განაპოლსკის ვესაუბრე და მას უკრაინული პასპორტის მიღება მივილოცე” – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ლოჟინმა.

ის, რომ განაპოლსკი უკრაინის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა, 2015 წლის ოქტომბრიდან არის ცნობილი.მაშინ ამის მიზეზი, ჟურნალისტის წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის აღძვრა დასახელდა. მაშინ გამოჩნდა პუტინის სახელზე პეტიცია მოთხოვნით, განაპოლსკისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
განაპოლსკი წარმოშობით ლვოვიდან არის, ის რუსეთში მოღვაწეობს. 1991 წლიდან რადიო “ეხო მასკვიში” მუშაობდა. ახლა “რადიო ერაში” მუშობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები
შემდეგი სტატიათურქეთის ვიცე-პრემიერი მოუწოდებს ქალებს მოერიდონ ხმამაღალ სიცილს