მატვეი განაპოლსკი: საქართველოში ბევრია ის, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს

ეტყობა, ასეა მოწყობილი, რომ ყველა ერმა თვითშემოწმება უნდა გაიაროს, როცა თვითონ ცხოვრება სვამს შეკითხვას – თქვენ, აქ, მეგობრებო, თავს როგორ გრძნობთ, დამოუკიდებელ ღირსეულ ხალხად თუ, სხვა რომელიმე ქვეყნის დამატებად.

ცხადია, საქართველო, ეს უკრაინა არ არის, მისთვის, თითქოსდა, უფრო მარტივია. მას რთული ქართული ენა აქვს, რომელიც საერთოდ არ გავს რუსულს, იქ საკუთარი ღრმა კულტურა აქვთ, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს რუსელთან, თუკი საბჭოთა ფილმებს არ ჩავთვლით, რომელიც რუსულ აუდიტორიაზეც იყო გათვლილი. ამის მიუხედავად, არსებობს კეთილი რუსეთი, რომელიც 2008 წელს ქართველებს ხოცავდა და საქართველოს ტერიტორიის 20% მიისაკუთრა, რაც მეზობლის “მეგობრობის” გამოცდა გახდა. ეს ასეთი ეროვნული პლიუსებია.

მაგრამ არის მინუსებიც. ქვეყანას ერთ-ერთი პრორუსული ოლიგარქი ივანიშვილი ფლობს, ქალბატონი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცალკეულად ამბობს ფრაზებს “ურთიერთობის დარეგულირების” შესახებ. ტურისტებზე მოთხოვნაა, რომლებიც ჩადიან, სვამენ ღვინოს, ჭამენ ხინკალს და ზოგადად, არ ფიქრობენ, რომ მათი ქვეყანა დამნაშავეა. თვითონ ქართველებიც თვლიან, რომ ტურისტებსა და პუტინის აგრესიას შორის კავშირი არ არსებობს და ტრადიციულად “გამარჯობა, გენაცვალე! სტუმარი ღვთისაა”-თი ხვდებიან.

აქ, თითქოსდა, დროა წარსული დავიწყებას მიეცეს, “მიაფურთხო და დაიკიდო”, როგორც ზოშენკო ამბობდა, მაგრამ ირკვევა, რომ ქართველების ღირსება, ბოლომდე არ გათელილა.

ვიღაც იდიოტებმა ღონისძიებაზე რუსი დეპუტატი გავრილოვი მოიწვიეს, რომელსაც “მართლმადიდებელ კომუნისტს” ეძახიან. ის ჩაეთრა და, დუმის დეპუტატის სიხარბით საქართველოს პარალმენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, რუსეთის დროშის ფონზე. ამ სამარცხვინო საქციელზე, როგორც წყაროები ამბობენ, თვითონ საქართველოს მთავრობამ მოახდინა რეაგირება, პარლამენტის თავმჯდომარის არ ყოფნის დროს. ან პირიქით, რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

რაც იყო შემდეგ, კარგად ვიცით. არეულობა პარლამენტთან, საგანგებო რაზმები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, მომიტინგეების პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა. დღეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის წასვლა. რა ბედი ელის მთავრობას – საკითხავია.

რაც შეეხება დახამებულ დეპუტატს, მისი ევაკუაცია თავდაპირველად სასტუმროში მოხდა, შემდეგ, ჩატენეს თვითმფრინავში და გაფრინდა მოსკოვში, სადაც “ცუდ წართველებზე” დაიწყო მოყოლა. დღეს კი, რუსული პროპაგანდა, დაავიწყდა რა უკრაინა, რუსოფობ ქართველ ფაშისტებზე ყვირის, როგორც მიღებულია.

რა შეიძლება ითქვას. აღმოჩნდა, რომ ქართველები მზად არიან რუსსო-ტურისტოს თეფშზე მხოლოდ ხინკალი დაუდონ. ღირსება და პატივი – არა. ისევე, როგორც მზად არ არიან აღიქვან საკუთარი ქვეყანა, როგორც რუსეთის კოლონია, როცა ნებისმიერი დახარბებული მართლმადიდებელი-კომუნისტი ჩადის და სხვისი პარლამენტის პრეზიდიუმისკენ გარბის.

ანუ, ქართველებს რუსეთთან მშვიდობა უნდათ. მაგრამ ახსოვთ, რას წარმოადგენს რუსეთი. მთელი ეს ისტორია – ეს არა მხოლოდ საქართველოზეა, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელსაც პუტინი თავისად აღიქვამს. ეს იგივე მოლდოვასთვისაც მაგალითია, სადაც მოლდოვას საბჭოთა სციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე დიდი ხანი არ დარჩა, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაზე, რომელიც პოროშენკოს შემდეგ თანმიმდევრობით მალოროსიად ყალიბდება.

ნებისმიერ ქვეყანაში დგება მომენტი, როცა მისი დამოუკიდებლობის დაცვა ხდება საჭირო. არ ვიცი, ეს როგორ იქნება მოლდოვასა და უკრაინაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბევრია ის, ვინც ამას დაიცავს.

ანუ, ხინკალი – ცალკე, დამოუკიდებელი საქართველო – ცალკე.

მატვეი განაპოლსკი
გამოქვეყნდა რუსულ “ეხო მოსკვი”- ში

banner
წინა სტატიაში“არ იფრენთ საქართველოში და ჰაერშიც მოგს***ათ ბოზი დედის მ****ბი!!!”-გოჩა ჩერტკოევი
შემდეგი სტატიანინო სურგულაძე: ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს