მაწანწალა ძაღლებმა ათენში ინგლისელი პროფესორი მოკლეს

ინგლისური The Times-ის ცნობით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ქუჩის ძაღლებმა პენსიაზე გასული ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დაგლიჯეს და ისე მოკლეს. 63 წლის  პროფესორის შესახებ, რომლის ვინაობას ათენში არ ამხელენ, ხუთშაბათს აქეთ არაფერი ისმოდა.

საბერძნეთის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე მარონიას არქეოლოგიური ველის დათვალიერების დროს პროფესორს თავს დაესხნენ ქუჩის ძაღლები, რის შესახებაც მან ახლობლებისთვის მობილურით შეტყობინება შესძლო. ამის შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა საბერძნეთის სამაშველო ორგანოებს დაურეკეს. მაშველებმა მთიანი რეგიონში ძიება დაიწყეს და კვირას, ხსენებული პროფესორის დაგლეჯილი ნაწილები, პასპორტი და სხვა პირადი ნივთები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში 1 მილიონამდე მაწანწალა ძაღლია დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიკიევის პოლიციის უფროსი : უკრაინის დედაქალაქში ათამდე ქართველი “კანონიერი ქურდი” იმყოფება
შემდეგი სტატიაერდოღანი ახალ ქურთისტანს აშკარად ემუქრება