მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი არ გამოიკითხა – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

საუბარია საქმეზე, რომელიც მიხელ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ აღიძრა.

“ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე, მიზეზი არ დაუსახელებია, ამიტომ დავტოვეთ დაწესებულება,”-უთხრა ჟურნალისტებს მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გამომძიებელმა დავით ჩხენკელმა.

“ირაკლი ოქრუაშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენებას არ მისცემს მაგისტრატი მოსამართლის გარეშე, არანაირი ინფორმაცია მას არ აქვს და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც არ მოუსმენია. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ არანაირ ჩვენებას რ მისცემს, ვიდრე არ მიიღებს პასუხს, რატომ არის უკვე 6 თვეზე მეტი, ყოველგვარი მტკიცებულებების და დასაბუთების გარეშე,”- აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესების დამცველი, ბონდო ვათიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზის და რკინიგზის მშენებლობა შეწყდა”
შემდეგი სტატია“საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას თუ წარმოადგენს, მას მხარს დავუჭერ, რადგან პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია “