“მატროსოვის ციხეში” დეკანოზის დაკითხვა იწყება – დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ

ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით დაცვის მხარე სპეკულაციებს მიმართავს და სიცრუეს ავრცელებს, იმასთან დაკავშირებით რომ პროკურატურა დაკითხვას მიზანმიმართულად აჭიანურებს. წიკლაურის განცხადებით დაცვიოს მხარეს თავად შეეძლო დაკითხვა ჩაეტარებინა თუ ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო:
„ბრალდებულის დაკავების დღიდან მას არაერთხელ შევთავაზეთ დაკითხვა და მან ყველა ჯერზე გვითხრა უარი, იმედის დღეს მაინც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს. ადვოკატების მხრიდან ატეხილი ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და შაბათ-კვირას მასზე რაიმე ზეწოლა მოხდებოდა არის ჩვეული სიცრუე. როგორც ჩანს ეს არის მათი საქმიანობის ჩვეული ფორმა, რადგან თუ ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მათ თავად შეეძლოთ გამოეკითხათ და წარმოედგინათ გამოძიებისთვის. მათ ყოველდღიურად სიცრუის ტირაჟირების გარდა მათ სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გაჩნიათ.“- განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს – ეს აბსურდია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის წინადადება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“