მე ამ მატყუარებთან არაფერი არ მაკავშირებს-გურგენ სართანია „ქართულ ოცნებას“ და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს

6b297f33888578940f4b5dfe6d16d5f1ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია „ქართულ ოცნებას“ და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. სართანიას თქმით, უახლოეს დღეებში ის სხვა პარტიის წევრი გახდება და საზოგადოებას უკვე ოფიციალურად ეცნობება სიახლის შესახებ.

„მე ამ მატყუარებთან არაფერი არ მაკავშირებს. ესენი არიან მატყუარები. ხალხს ატყუებენ და მე ვერ ვიტან ხალხის მოტყუებას. ბევრ რაღაცაში ატყუებდნენ. ახლა რაც ვმუშაობ, ბევრი მოტყუებული მოვიდა ჩემთან. დადიოდნენ, პრობლემები ქონდათ. უნდა მოეგვარებინა ადგილობრივ ხელისუფლებას და კის ეუბნებოდნენ, მერე უარია. ესეთი მიდგომა არ შეიძლება. არ უნდა ეთამაშო მოსახლეობას“.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, „ქართული ოცნებაც“ დაშორდა მოსახლეობას, „მოწყდნენ რეალობას“, როგორც თავის დროზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გურგენ სართანიას თქმით, თუკი პარტიაში, რომელშიც გაწევრიანდება, შესთავაზებენ იყაროს კენჭი გამგებლის პოზიციაზე, აღნიშნა, რომ დათანხმდება.

„კენჭს ვიყრი და დავამარცხებ ყველას“.

“ჯერჯერობით არ დამიწერია განცხადება გადადგომის შესახებ, თუმცა სამ დღეში ვაპირებ გადადგომას. აქ მოსაგვარებელი მაქვს საქმეები და შემდეგ უკვე დავტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც” -აცხადებს ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებსა და მედიას გააქტიურებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება