,,მატყუარა ოვალურ კაბინეტში მსოფლიო წესრიგს საფრთხის ქვეშ დააყენებს,,

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2016 22:45

,,მატყუარა ოვალურ კაბინეტში მსოფლიო წესრიგს საფრთხის ქვეშ დააყენებს,,

ამერიკული ,,თაიმი,, აქვეყნებს სტატიას რომლის სათაურიცაა ,,მატყუარა ოვალურ კაბინეტში მსოფლიო წესრიგს საფრთხის ქვეშ დააყენებს,,  რომელიც აშშ-ს ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეხება…

სტატიაში, რომელის ავტორებიც ცნობილი ამერიკელი პოლიტ-ტექნოლოგები, პროფესორები დევიდ ბენკსი და ჯოზეფ ო,მაჰოუნი გახლავთ, საუბარია იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ავტორთა აზრით დონალდ ტრამპს ტყუილისა და სიმართლის მიმართ აქვს.

,,70 წლის განმავლობაში უნდობლობას მნიშვნელოვან წილად მსოფლიო წესრიგი აბალანსებდა და მსოფლიოში სტაბილურობა სწორედ აშშ-ს მიერ მიცემული პირობა განსაზრვრავდა იმის შესახებ, რომ ის იქნებოდა შემაკავებელი ფაქტორი და უსაფრთხოების გარანტი. პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევით, ადამიანის რომელიც არ ასრულებს დანაპირებს და ხშირად ტყუის – მსოფლიოში აქამდე არსებულმა სტაბილურობამ დამანგრეველი დარტყმა მიიღო. ამას შესაძლებელია აშშ-ს მიმართ ნდობის და მასთან ერთად მსოფლიო წესრიგის ნგრევაც მოჰყვეს,, აცხადებენ სტატიის ავტორები.

სტატიის ავტორთა აზრით, თუ დონალდ ტრამპი, რომელიც მატყუარაა და არ იცავს ვალდებულებებს იმ ადამიანების მიმართაც, ვინც მასთან მუშაობდა, თავის დამოკიდებულებებს თეთრ სახლში და საერთაშორისო პოლიტიკაშიც გადაიტანს, ამას აუცილებლად მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან ვაშინგტონის მიმართ ნდობის დაკარგვა მოჰყვება და ეს ყველაფერი მსოფლიოში სტაბილურობას და წესრიგს შეარყევს…

სტატიის ავტორები შიშობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობა ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებსაც შეარყევს, რომელსაც აშშ დიდი ხნის განმავლობაში აშენებდა და როგორიცაა – გაერო, ნატო, მსოფლიო სავალუტო ფონდი და  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

,,თამაში წესების დაცვით, ყოველთვის იყო იმ მსოფლიო წესრიგის ცენტრალური საკითხი, რომლესაც აშშ ხელმძღვანელობდა… მაშინაც კი, როდესაც ეს წესები აშშ-ს ზღუდავდნენ -აშშ  მისი დაცვისთვის გამოდიოდა. ტრამპის მოსვლით კი ეს პრინციპები გაუქმდება – სავარაუდოდ სამუდამოდ. მოქმედი სისტემა დაფუძნებული იყო იდეაზე, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ენდონ აშშ-ს… ეს უკვე ასე არ არის… და ეს,  მთელი მსოფლიოსთვის ცუდი იქნება,, წერს ,,თაიმი,, ამერიკელ პროფესორებზე დაყრდნობით.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

15135661_677430475750476_365135028_n

news
ავტ.: news ნოემბერი 17, 2016 22:45

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics