მათთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი – ლონდა თოლორაია

“მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებლია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი” – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო “რატომღაც” იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავად დეკრეტში იყო, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება.

“რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად”, – თქვა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიამ პარლამენტს გაახსენა წლური ანგარიში, რომელიც არ განიხილეს, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიმართაც ინტერესი საერთოდ არ გამოუხატავთ.

“ნაცვლად იმისა საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პრესონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქციის ერთად თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს”, – თქვა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშიუაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანია, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში – ღარიბაშვილი აზარაშვილზე
შემდეგი სტატიამოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს, მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები – სააკაშვილი