19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

მათიკაშვილი: საზოგადოება არ მიიღებს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებულ კონცერტებსა და შემსრულებლებს, რომლებიც ხალხს აგინებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს არც მსგავსი ფორმით დაფინანსებულ კონცერტებს, ასევე არც იმ ე.წ. შემოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ლანძღავს და დედას აგინებს.

„ევროკავშირის საელჩომ ლანძღვა-გინებას გამოხატვის თავისუფლება უწოდა. წარმოუდგენელია, ეს მოცემულობა რაიმე ადეკვატურობასთან იყოს ახლოს. საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს არც მსგავსი ფორმით დაფინანსებულ კონცერტებს, ასევე არც იმ ე.წ. შემოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ლანძღავს და დედას აგინებს.

კარგია, თუ პარტნიორები გაიაზრებენ, რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ლანძღვა-გინება და ე.წ. შემოქმედება, რომელიც საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიჭინავა: აქამდე არსებული პროტესტი აუცილებლად გადაიზრდება ელექტორალურ პროტესტში
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა