11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

მათიკაშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი — ახლა მათი ბოლომდე ჩაძირვა ხდება

„რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით, საბოლოოდ, პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი — ახლა მათი ამ სივრცეში ბოლომდე ჩაძირვა ხდება“, — განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმ მძიმე ვითარებიდან გამოსვლას ცდილობენ, რაშიც თავადვე ჩაიყენეს თავი.

„ნელ-ნელა რადიკალურ ოპოზიციას, აგენტურას გულწრფელობის სენი შეეყარა. ზუსტად ამბობენ იმას, რაც სინამდვილეშია. არავის აქვს თავი, ადამიანების სოლიდური რაოდენობა შეკრიბოს და რაღაც აქცია მოაწყონ. „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია და მის მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი, პრაქტიკულად, გამქრალია. სავარაუდოდ, ამაზე საუბრობდა ხაბეიშვილი. ცხადია, მისი პარტიის წევრებს, ასევე, გარე ძალებს ეს არ მოსწონთ.

ცდილობენ, ამ საკმაოდ მძიმე ვითარებიდან, რაშიც საკუთარი ქცევით, აგენტურული საქმიანობით თავადვე ჩაიყენეს თავი, გამოძვრნენ, ერთმანეთს ათას რამეს აბრალებენ. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო პოლიტიკურ კორუფციაზე. მოვისმინეთ ოპოზიციურ რადიკალურ აგენტურულ ძალებს შორის მილიონობით ლარის უკანონო ბრუნვის შესახებ. ნაწილი ტყუილია, ნაწილი შესაძლოა, სიმართლე იყოს.

მოკლედ, ფაქტი არის ერთი — რადიკალურმა ოპოზიციამ, თავისი დესტრუქციული, ანტიქართული, აგენტურული საქმიანობით, საბოლოოდ, პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი. ახლა ხდება მათი ამ სივრცეში ბოლომდე ჩაძირვა. ცხადზე ცხადია, რომ ამ პოლიტიკას, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ არის მიმართული, არაფერი ეშველება და საზოგადოების მხრიდან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ექნება“, — აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს და ტელეეთერებში მათ გამოჩენას „ოპოზიციურ ველზე ტივტივს“ უწოდებს. ხაბეიშვილი ოპოზიციას ერთიანობისკენ, გამბედაობისკენ და მასშტაბური აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდებს: „როდის მოიკრებთ გამბედაობას, როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! — გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა“.

banner
წინა სტატიაშინონა ქურდოვანიძე: გრანტის მართვის სააგენტოს დაფუძნება იყო მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი
შემდეგი სტატიაშოიგუ: დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა