მათიკაშვილი მთავარ არხს: თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები

ქართული ოცნების ლიდერი, დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია მთავარ არხს ერთი წლის იუბილეს არ ულოცავს და ამბობს, რომ “თუ დაიხურებიან კმაყოფილი იქნება”. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

“პირდაპირი მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის. არც დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით, მაგაზეც თანახმა და კმაყოფილი ვიქნები”, – უთხრე დეპუტატმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

მთავარი არხი ერთი წლის წინ დაფუძნდა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-დან გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გაათავისუფლეს და არხიდან ჟურნალისტების ნაწილი წამოვიდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მკაცრი რეაგირება ექნებათ, თუ რომელიმე ხაზზე მგზავრთა დიდი ნაკადი გამოვლინდება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – შაქარაშვილის საქმეზე რამდენად შეასრულა გამოძიებამ ჩვენი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში შევაფასებთ