მათიკაშვილი – კანონი ვერ და არ იქნება ქვეყნის ევროპული გზისთვის შემაფერხებელი

კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უნდა შექმნას ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ევროპული გზისთვის რაიმე სახის შემაფერხებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას.

„მსგავსი განცხადებები ჩვენ აქამდეც მოგვისმენია, ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენდით მაგალითად სააკაშვილის პატიმრობასთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ახსოვს 27 ქვეყნის წარმომადგენლების დემარში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ასევე, ახსოვთ მსგავსი კრიტიკული განცხადებები, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების არმიერთებას მოჰყვა, თუმცა ყველა ჯერზე ცხადდებოდა და საზოგადოებისთვის ნათელი ხდებოდა, რომ ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი და სწორი იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იღებდა. ამჟამადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით საზოგადოების ინფორმირებულობას „ენჯეო“ სექტორის შემოსავლებზე და ხარჯებზე და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის სუვერენიტეტს, რაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ფაქტობრივად აირჩია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს – ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა დეზინფორმაციულ შტურმს