მათიკაშვილი გონჩარენკოს განცხადებაზე -საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ

გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას – საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა, დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების ტირაჟირებას ახდენენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ“.

„გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელიც არის უსაშინლეს ომში ჩართული, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა და ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების, დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას
შემდეგი სტატიაძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი ხალხი ხედავს ორმაგი სტანდარტის აშკარა გამოვლინებას საქართველოსთან მიმართებით – ღუდუშაური