33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

მათიკაშვილი: დიდი იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ველიდან გააქრობს

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დესტრუქციული და ანტიეროვნული ქმედებებით თავადვე გამოიწვია ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დღეს იმყოფება. დეპუტატის თქმით, „აგენტურული ოპოზიცია“ ერთმანეთში ვერ ლაგდება და მათი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საკუთარი ამბიციებია.

„დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, ამ რადიკალურ აგენტურულ ოპოზიციას გააქრობს პოლიტიკური ველიდან. საზოგადოების მიერ მათთვის უკვე გამოტანილია განაჩენი“, — აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრემლი ევროკავშირს მილიტარიზაციაში ადანაშაულებს და კიევზე ზეწოლის გაზრდას აანონსებს
შემდეგი სტატიავოლსკი: ნიკა გილაურის რესურსი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული იმ ინსტრუქციით, რასაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ჰქვია