9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

მათიკაშვილი: დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს თავი მაშინვე აარიდა, როცა საწვავი დასჭირდა

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ომშია ჩართული და მის მიმართ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როდესაც დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი.

„ეს მაშინ, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენთვის ეს ბრალდება იყო ქართველ ხალხსა და საქართველოზე თავდასხმა. ყველა იმ კონკრეტული მონიტორინგის შედეგებით, რაც საქართველოში ჩატარდა ამ თვალსაზრისით, საქართველო, რა თქმა უნდა, გამართლდა. საპირისპირო ჩანს იმ შემთხვევების ანალიზის დროს, როდესაც, პირიქით, აქეთ სჭირდება მსოფლიოს სხვადასხვა სახის საწვავი და რუსეთთან მშვენიერ გარიგებაში შედიან მათთვის მისაღები პირობებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სხვას არც ველოდი, ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას”- მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი: გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს