მათი მოქმედების მთავარი ხაზი პროცედურული ხრიკებია – აკაკი მინაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე

ნაციონალური მოძრაობა ​პარლამენტის ბიუროს დღეს ფრაქციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართავს. დეპუტატები გაერთიანებიდან გასული წევრების მიერ ფრაქციის სახელისა და თავმჯდომარის შეცვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ყოფილი თანაგუნდელების ქმედებებს პროცედურულ ხრიკებს უწოდებს.

„მთავარი მათი ხაზი მოქმედების არის პროცედურული ხრიკები და ის, რომ დღეს ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში, როდესაც 12-ში განაცხადეს, რომ პარტიიდან გადიან და ფაქტი იმისა, რომ დღეს კიდევ საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ კიდევ არიან ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და სამწუხაროა რომ ამ ადამიანებმა ეს გზა აირჩიეს,” – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კრიმინალის ზრდამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო” – ოთარ კახიძე
შემდეგი სტატიაუნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება – მელია